You are here: მაგიდის მენიუ > ჩეკის დაყოფა
Documentation Project 2
ContentsIndexHome
PreviousUpNext
ჩეკის დაყოფა

 

"ჩეკის დაყოფა"-ბრძანების დახმარებით შესაძლებელია ძირითადი ჩეკი დავყოთ ქვეჩეკებად, მისი დანიშნულებაა გადასახდელი თანხის გადანაწილება მომხმარებლის სურვილის მიხედვით. 

ბრძანების გამოყენების შედეგად, ეკრანზე გამოდის დიალოგური ფანჯარა: 

 

ქვეჩეკის რაოდენობას ვუთითებთ იმის მიხედვით, თუ რამდენ ნაწილად გვსურს დაიყოს არსებული მაგიდის ჩეკი. 

ბრძანების შესასრულებლად, აუცილებელია "OK" ღილაკით დადასტურება, ხოლო ღილაკი "Cancel" აუქმებს ბრძანებას. 

 

* შენიშვნა-ქვეჩეკის რაოდენობა უნდა აღემატებოდეს ერთს. 

 

რაოდენობის მითითების შემდეგ ჩეკი იყოფა ერთ ძირითად და შესაბამის ქვეჩეკებად, რაც ჯამში მითითებული რაოდენობის ტოლი იქნება (მაგ: თუ ქვეჩეკის რაოდენობაში მივუთითეთ სამი, ჩეკი დაიყოფა ერთ ძირითად ჩეკად და ორ ქვეჩეკად). 

 

 

 

ძირითადი ჩეკიდან ხდება ქვეჩეკში საქონლის გადატანა, ვაფიქსირებთ გადასატან საქონელს და მასზე დაჭერით ეკრანზე გამოვა შემდეგი სახის ფანჯარა: 

 

  • პირველ სვეტში ჩამოსაშლელი ღილაკის დახმარებით ვირჩევთ ქვეჩეკს;
  • მეორე სვეტში ვუთითებთ ქვეჩეკში გადასატანი საქონლის რაოდენობას (რაოდენობა არ უნდა აღემატებოდეს ძირითად ჩეკში მითითებულს, შეუძლებელია გადასატანი საქონლის რაოდენობაში მიუთითოთ ერთ ერთეულზე ნაკლები მნიშვნელობა მაგ: 0,5).
ბრძანების შესასრულებლად, აუცილებელია "OK" ღილაკით დადასტურება, ხოლო ღილაკი "Cancel" აუქმებს ბრძანებას.

Copyright (c) 2011. All rights reserved.
What do you think about this topic? Send feedback!