Apex ERP Documentation
შინაარსიIndexHome
PreviousUpNext
სორტირება

Pivot table-ში შესაძლებელია მონაცემების სორტირება ზრდადობით ან კლებადობით. სორტირება ხორციელდება სვეტის სათაურზე დაჭერით. მონაცემების აღმავლობით დალაგების შემთხვევაში სვეტის სათაურის მარჯვენა კუთხეში გამოჩნდება ღილაკი, ხოლო დაღმავლობით დალაგებისას- ღილაკი. თუ ცხრილში სტრიქონები დაჯგუფებულია, მაშინ დაჯგუფებულ სტრიქონებშიც მონაცემები იქნება სორტირებული. სორტირება შესაძლებელია მხოლოდ იმ სვეტების მიხედვით, რომლებიც მდებარეობენ Row Fields ან Column Fields არეში. 

სორტირება შესაძლებელია "Top 10"-ის მეშვეობით გაფილტრულ ცხრილშიც: უდიდესი მონაცემის მიხედვითაც დაღმავლობით ან უმცირესი მონაცემების მიხედვით აღმავლობით. ამისათვის დადექით Row fields ან Column Fields არეში სვეტის სათაურზე და დააჭირეთ ბრძანებაზე "Top 10". ეკრანზე გამოვა ფანჯარა: 

 

თუ ფანჯარაში ავტომატურად არჩეულ მონაცემებს დავტოვებთ და ისე დავადასტურებთ (OK), მაშინ ცხრილში დარჩება 10 უდიდესი მონაცემი, რომლებიც დასორტირდება დაღმავლობით. 

თუ "Top"-ის ნაცვლად ავირჩევთ "Bottom"-ს, მაშინ ცხრილში დარჩება 10 უმცირესი მონაცემი, რომლებიც დასორტირდება დაღმავლობით. 

ღილაკი მთვლელის მეშვეობით შესაძლებელია ვცვალოთ ცხრილში გამოსატანი მონაცემების (სტრიქონების) რაოდენობა. სვეტის შეცვლა, რომლის მიხედვითაც გვინდა სორტირება შესაძლებელია ფანჯარაში მარჯვნივ არსებული Combo box-დან. 

იმ სვეტის სათაურის მარჯვენა კუთხეში, რომელიც სორტირებულია უდიდესი ან უმცირესი მნიშვნელობების მიხედვით, გამოჩნდება -ღილაკი. 

ფანჯარას აქვს ღილაკი ჩამრთველი (Percent), რომლის ჩართვითაც ცხრილში გამოვა უდიდესი (თუ არჩეულია "Top") ან უმცირესი (თუ არჩეულია "Bottom") მნიშვნელობა. 

 

აგრეთვე ნახეთ

 

სორტირება 

Created with a commercial version of Doc-O-Matic. In order to make this message disappear you need to register this software. If you have problems registering this software please contact us at support@toolsfactory.com.
Copyright (c) 2011. All rights reserved.
რას ფიქრობთ ამ თემაზე? მოსაზრების გაგზავნა!