Apex ERP Documentation
შინაარსიIndexHome
თემები
თემები
სათაური 
აღწერა 
მარტივი ღილაკი წარმოადგენს ისეთ ღილაკს, რომელზეც მაუსის დაჭერა გამოიწვევს კონკრეტული ბრძანების შესრულებას.
 
ჩამონათვალის ღილაკი წარმოადგენს ისეთ ღილაკს, რომლის მარჯვენა ან ქვედა კიდესთან მოთავსებულია შავი ფერის ისარი–ჩაშენებული ისარი. ღილაკზე მაუსის დაჭერით ეკრანზე გამოვა ამ ღილაკთან დაკავშირებული ბრძანებების სია ან კოლექცია.
 
კომბინირებული ღილაკი წარმოადგენს მარტივი და ჩამონათვალის ღილაკების კომბინაციას. მაუსის უშუალოდ ღილაკზე დაჭერით, სრულდება შესაბამისი ბრძანება, ხოლო მარჯვენა ან ქვედა კიდესთან მდებარე ისარზე (მიმაგრებული ისარი) დაჭერით გაიხსნება დამატებითი პარამეტრების ან ბრძანებების სია.
 


ღილაკი-მთვლელი წარმოადგენს ისეთ ღილაკს, რომლის საშუალებითაც ხდება დაკავშირებული პარამეტრის რიცხვითი მნიშვნელობის შემცირება ან გაზრდა. 
გადართვის ღილაკები (Radio Buttons) წარმოადგენს ურთიერთგამომრიცხავი პარამეტრების ჯგუფს. მათი საშუალებით შესაძლებელია მხოლოდ ერთი პარამეტრის ჩართვა. ჩართული პარამეტრის შესაბამისი ღილაკი არის მუქი ფერის.
 
ღილაკი-ჩამრთველი წარმოადგენს ისეთ ღილაკს, რომლის საშუალებითაც ხდება რაიმე პარამეტრის ჩართვა–გამორთვა. ასეთ ღილაკს ალამსაც უწოდებენ.
 
Created with a commercial version of Doc-O-Matic. In order to make this message disappear you need to register this software. If you have problems registering this software please contact us at support@toolsfactory.com.
Copyright (c) 2011. All rights reserved.