სუპერვაიზერები არის დისტრიბუციის მოდულის ბრძანებათა ჯგუფში "ცნობარები" შემავალი ბრძანება (დისტრიბუცია => ცნობარები => სუპერვაიზერები), მისი დანიშნულებაა სუპერვაიზერების (დისტრიბუტორების უფროსი) ცნობარის შექმნა.
ბრძანების გამოყენების შემდეგ, ეკრანზე გამოდის ფორმა "სუპერვაიზერები":
ფორმას აქვს მენიუს ზოლი სტანდარტული ბრძანებებით:
ფანჯარაში ივსება შემდეგი გრაფები:
-სუპერვაიზერი-გრაფაში იწერება სუპერვაიზერის სახელი და გვარი;
-პირადი №-გრაფაში წერენ სუპერვაიზერის პირად ნომერს;
-რეალიზაციის არხი (Combo Box)-გრაფაში ირჩევენ რეალიზაციის არხებს;
-შეჩერებული-ღილაკის ჩართვის შემდეგ სუპერვაიზერის არჩევა აღარ მოხდება სხვა ფორმებში.
ფორმაში მუშაობა შესაძლებელია კონტექსტური მენიუს გამოყენებითაც, რომელსაც აქვს იგივე ბრძანებები, რაც განთავსებულია მთავარ მენიუში.
იხილეთ აგრეთვე:
Copyright (c) 2016. All rights reserved.
|
რას ფიქრობთ ამ თემაზე? მოსაზრების გაგზავნა!
|