სათაური |
აღწერა |
Grid (ცხრილი) წარმოადგენს ინტერფეისის სტანდარტულ ელემენტს. ცხრილის მარცხენა ზედა კუთხეში განთავსებულია სათაურის პანელის ღილაკი, მის მარჯვნივ მოთავსებულია სვეტის სათაურის პანელი, ხოლო ქვემოთ სტრიქონების მაჩვენებელი პანელი. სვეტის სათაურის პანელის ქვემოთ არის უშუალოდ ცხრილი, რომელიც შედგება სვეტებისა და სტრიქონებისგან. ცხრილის ბოლო სტრიქონის ქვემოთ მოთავსებულია სტატუსის ზოლი. Grid-ში შესაძლებელიასხვადასხვა კონტესქტური მენიუს გამოძახება, მაგალითად, სორტირება, . Grid-ის სხვადასხვა ნაწილში გამომავალი კონტექსტური მენიუ ბრძანაბების განსხვავებული სპექტრით ხასიათდება. | |
სრულიად ახალი პროდუქტი-Pivot table (პივოტ ცხრილი, იგივე ანალიზური ცხრილი) არის ყველაზე ძლიერი ინსტრუმენტი ბიზნეს მონაცემების ორგანიზებისთვის და ანალიზისთვის. მისი მთავარი ფუნქცია არის მისი შესაძლებლობა, რომ შეაჯამოს დიდი რაოდენობით მონაცემები ურთიერთმკვეთი ფორმით, ანუ ეს არის საუკეთესო საშუალება ფინანსური თუ სტატისტიკური რეპორტების მოსამზადებლად. მაგალითად, შეგიძლიათ გაანალიზოთ გაყიდვები კონკრეტული პერიოდისთვის (წლის, კვარტლის, თვის ან თქვენს მიერ შერჩეული ინტერვალის მიხედვით) თითოეული თქვენი მომხმარებლისთვის თითოეული პროდუქტის კატეგორიისთვის, ან შეგიძლიათ გამოაჩინოთ ყველაზე მსხვილი 10 მომხმარებელი შესყიდული პროდუქტების მიხედვით, შესაძლებელია მოამზადოთ რეპორტი, რომელიც გიჩვენებთ ყველაზე პოპულარულ პროდუქტებს. პივოტ ცხრილი არის ინტერაქტიული კონტროლი, რომელიც საშუალებას იძლევა მომხმარებელმა თვითონ გაუკეთოს ორგანიზება მის ვიზუალურ მხარეს (ინტერფეისს) სხვადასხვა ფუნქციონალობებით.... დაწვრილებით |