სორტირება არის სვეტის თვისება, სორტირება შესაძლებალია აღმავლობით და დაღმავლობით. სორტირება შესაძლებელია სვეტის სათაურზე გამომავალი კონტექსტური მენიუს შესაბამისი ბრძანებების დახმარებით:
- სორტირება აღმავლობით-ბრძანების გამოყენებით ცხრილი დალაგდება ამ სვეტის მიხედვით ანბანის თანმიმდევრობით თავიდან ბოლოსკენ (თუ სვეტი ტექსტურია) ან ზრდადობით (თუ სვეტი რიცხვითი მნიშვნელობებისაგან ან თარიღებისაგან შედგება). აღმავლობით სორტირებულ ცხრილში შესაბამისი სვეტის სათაურს მარჯვნივ გაჩნდება სორტირების ნიშანი-.
- სორტირება დაღმავლობით-უზრუნველყოფს ცხრილში მონაცემების დალაგებას ამ სვეტის მიხედვით ანბანის თანმიმდევრობით ბოლოდან ზემოთ (თუ სვეტი ტექსტურია) ან კლებადობით (თუ სვეტი რიცხვითი მნიშვნელობებისაგან ან თარიღებისაგან შედგება). დაღმავლობით სორტირებულ ცხრილში შესაბამისი სვეტის სათაურს მარჯვნივ გაჩნდება სორტირების ნიშანი-.
სორტირება შეიძლება უფრო მარტივად სვეტის სათაურზე დაწკაპებით.
სორტირების გაუქმება შესაძლებელია კონტექსტურ მენიუში ბრძანებაზე "სორტირების მოხსნა" დაჭერით, რომელიც აქტიურდება სორტირების შემდეგ.
სორტირება შესაძლებელია დაჯგუფებულ სვეტებშიც. იგი ხორციელდება კონტექსტური მენიუს ბრძანებაზე დაჭერით "სორტირება დაჯამებით ". ბრძანება ჩნდება მხოლოდ დაჯგუფებულ სვეტებში, მას აქვს ჩამონათვალის ღილაკის ფორმა. ჩამონათვალში ავტომატურად მოცემულია ორი მნშვნელობა:
- „Count სორტირება აღმავლობით“-ასორტირებს აღმავლობით და სვეტის სათაურის მარჯვენა ზედა კუთხეში ჩნდება სორტირების ნიშანი-;
- „Count სორტირება დაღმავლობით“-ასორტირებს დაღმავლობით და სვეტის სათაურის მარჯვენა ზედა კუთხეში ჩნდება სორტირების ნიშანი-.
„
სორტირება დაჯამებით“ ოპერაციების გაუქმება შესაძლებელია სვეტის სათაურზე გამომავალი კონტექსტური მენიუს ბრძანებით „
დაჯამების გრუპირების მოხსნა“, რომელიც კონტექსტურ მენიუში გამოჩნდება სორტირების შესრულების შემდეეგ.