Apex ERP Documentation
შინაარსიIndexHome
თემები
თემები
სათაური 
აღწერა 
Pivot table-ის სვეტებზე შესაძლებელია სხვადასხვა მოქმედებების შესრულება:
  • სვეტების დამალვა-შესაძლებელია კონტექსტური მენიუს ბრძანების "Hide" დახმარებით. იგი აქტიურია მაშინ, როდესაც ეკრანზე გამოტანილია "PivotGrid Field List"-ფანჯარა. სვეტის დასამალად დადექით მის მაკეტზე და გამოიყენეთ ბრძანება Hide, სვეტი დაიმალება. დამალული სვეტები განთავსდება PivotGrid Field List- ფანჯრის კონტეინერში:

"PivotGrid field list" ფანჯარას აქვს ხუთი ველი:
  • Drag Items to the PivotGrid-ველში მოთავსებულია ყველა იმ სვეტის ჩამონათვალი, რომელთა გადათრევაც შესაძლებალია დანარჩენ ველებში;
  • Filter Area-ველში გადმოთრეული სვეტები (მაკეტები) განთავსდება ცხრილის თავზე არსებული ველის შესაბამის არეში-ფილტრის ველში;
  • Column Area-ველში გადმოთრეული სვეტები (მაკეტები) განთავსდება ცხრილის თავზე არსებული ველის... დაწვრილებით 
Pivot table-ში შესაძლებელია სვეტის დუბლირება. ამისათვის გამოიძახეთ კონტექსტური მენიუს ბრძანება "სვეტის დუბლირება" (Dublicate column) , რომელიც გამოდის კონკრეტული სვეტის (მაკეტის) დასახელებაზე.

დუბლირებული სვეტი გაჩნდება ველის იმ სექტორში, უკიდურეს მარჯვენა მხარეს, სადაც მდებარეობს ის სვეტი რომლის დუბლირებაც მოხდა. დუბლირებული სვეტის სათაური არადუბლირებულთან შედარებით მუქი ფერისაა სვეტების ველში, ხოლო უშუალოდ ცხრილში-ლურჯი ფერის.
დუბლირებულ სვეტზე (მაკეტზე) გამომავალ კონტექსტურ მენიუში ემატება ბრძანება "Expression Editor", მისი გამოყენებით ეკრანზე გამოდის ფორმულებისა და ფუნქციების შესატანი ფანჯარა, ხოლო "Dublicate column" ბრძანების ადგილზე გაჩნდება ახალი ბრძანება "Remove Calc Field". ბრძანების გამოყენებით სვეტი (მაკეტი) მოშორდება ველიდან.
 
Copyright (c) 2016. All rights reserved.