სათაური |
აღწერა |
ზოგადი-არის ცნობარების მენიუს ბრძანება (ჩამონათვალის ღილაკი). მისი დანიშნულებაა სისტემისათვის ზოგადი დამხმარე ცნობარების შექმნა. (მაგალითად დებიტორების ზოგადი ცნობარის შექმნა, შემდგომში გაგვიმარტივებს rs.ge-ზე ზედნადების ატვირთვას, თუ დებიტორების ანალიზური ანგარიშები გვაქვს ჩაშლილად, სასბალანსო 1410, 1411... და ა.შ -ანგარიშებზე). ბრძანების გამოყენების შედეგად, ეკრანზე გამოდის "სხვადასხვა ცნობარების" ფორმა: ფორმას აქვს ჩანართი "ცნობარები", სადაც მოცემულია ორგანიზაციის გამოყენების მიხედვით ზოგადი ცნობარები. ფორმაში მოქმედებების შესრულება შესაძლებელია კონტექსტური მენიუს დახმარებით. ფორმას აქვს მენიუ სტანდარტული ბრძანებებით, რომელიც მოქმედებს დამატებით ჩანართში:
| |
კლიენტის თვისებები არის მოდულის "ხელშეკრულებები" ბრძანება (ხელშეკრულებები => კლიენტის თვისებეი), მისი დანიშნულებაა დებიტორებისათვის დამატებითი თვისებების მინიჭება. ბრძანების გამოყენების შედეგად, ეკრანზე გამოდის ფორმა: ფორმის მენიუში განლაგებულია ბრძანებები:
| |
საკონტაქტო პირები არის მოდულის "ხელშეკრულებები" ბრძანება (ხელშეკრულებები => საკონტაქტო პირები), მისი დანიშნულებაა ხელშეკრულებებთან დაკავშირებული საქონტაქტო პირების ცნობარის შექმნა. ბრძანების გამოყენების შედეგად, ეკრანზე გამოდის ფორმა: ფორმას აქვს მენიუ სტანდარტული ბრძანებებით: ფანჯარას აქვს პიადი ნომრის, სახელის და გვარის შესავსები გრაფები. დამატების ფანჯრის მარცხენა ქვედა კუთხეში განლაგებული ღილაკების დახმარებით, შესაძლებელია საკონტაქტო პირზე დამატებითი ინფორმაციის მიბმა (მაგ: სურათის, სერთიფიკატის, ხელმოწერის ნიმუშის და ა. შ.). ახალი ინფორმაციის დასამატებლად გამოიყენეთ "+" ღილაკი, ინფორმაციის ტიპში მიუთითეთ ასატვირთი საბუთის შესაბამისი შინაარსი (მაგ: სურათის ატვირთვისას-პიროვნების სურათი), მაუსის მარჯვენა ღილაკზე დაჭერით შეძლებთ ასატვირთი საბუთის მოძიებას თქვენს კომპიუტერში,... დაწვრილებით |