Apex ERP Documentation
შინაარსიIndexHome
თემები
თემები
სათაური 
აღწერა 
სისტემის რომელიმე ობიექტის არეში მაუსის მარჯვენა ღილაკის გამოყენების შედეგად ეკრანზე გამოვა კონტექსტური მენიუ. ობიექტის კონტექსტური მენიუ წარმოადგენს იმ ბრძანებების ან ოპერაციების ჩამონათვალს, რომლებიც გამოიყენება უშუალოდ ამ ობიექტისათვის (თითოეული ტიპის ობიექტებს თავისი კონტექსტური მენიუ აქვთ). ბრძანებების არჩევა კონტექსტურ მენიუში ხორციელდება ჩვეულებრივი მენიუს ანალოგიურად–მაუსით ან ირჩევენ ბრძანებას ისრიანი კლავიშებით და შემდეგ იყენებენ კლავიშს "Enter".

 
ჩანართი არის ინსტრუმენტული ლენტის არქიტექტურული ელემენტი. ლენტა შედგება ჩანართებისგან (ინსტრუმენტული ლენტა- ეს არის ახალი გრაფიკული კონტეინერი მართვის ელემენტებისთვის). თითოეული ჩანართი აერთიანებს ერთტიპიან ობიექტებს ან მართვის საშუალებებს, რომლებიც საერთო ამოცანის ამოხსნას ეხება. ერთი ჩანართის მართვის ელემენტები, ერთ ჯგუფში ერთიანდება. არსებობს სამი ტიპის ჩანართი: სტანდარტული, კონტექსტური, ფუნქციონალური.
სისტემაში უმეტესად გამოიყენება კონტექსტური ჩანართები. კონტექსტური ჩანართები დაკავშირებულია კონკრეტულ ამოცანასთან და მხოლოდ მაშინ იხსნება, როდესაც ამ ამოცანის შესრულებას ვიწყებთ.
ჩანართების ნაწილი არის სტატიკური ნაწილი კი მოძრავი. მოძრავი ჩანართები შეგვიძლია განვათავსოთ ფორმაში ჩვენთვის სასურველ ადგილზე. ამისათვის მაუსი დააჭირეთ ჩანართის ზედა (სათაურის შემცველი) პანელზე, მიუახლოვეთ ეკრანზე გაჩენილ მიმართულების მანიშნებელ ისარს და აუშვით, ჩანართი... დაწვრილებით 
სისტემის ცალკეულ მოდულებში ახალი ჩანაწერის დამატების დროს, ეკრანზე უმეტესად გამოდის დიალოგური ფანჯრები, რომლებიც მოდალურებია. ეს იმას ნიშნავს, რომ სანამ ფანჯარა გახსნილია, სისტემაში სხვა სამუშაო ვერ შესრულდება, გარდა აღნიშნულ ფანჯარასთან მუშაობისა. ახალი ფანჯრის გასახსნელად ჯერ დახურეთ მიმდინარე ფანჯარა. 
კომბინირებული სარკმელი (combo box) არის ინტერფეისის ელემენტი, რომელსაც აქვს ჩამოსაშლელი ისარი საიდანაც ხდება ჩამონათვალის ელემენტის არჩევა. ზოგიერთ combo box-ს აგრეთვე აქვს დამატებისა და რედაქტირების ღილაკები, რომლებიც განლაგებულია combo box-ის მარჯვენა კუთხეში:
 
Copyright (c) 2016. All rights reserved.