Apex ERP Documentation
შინაარსიIndexHome
PreviousUpNext
Apex B2B

Apex MOF სერვისის პარამეტრები არის თვისებების ჩანართი, სადაც ივსება ელექტრონული ანგარიშ-ფაქტურების შემოსავლების სამსახურის ვებ-გვერდზე (www.rs.ge) ატვირთვა-ჩამოტვირთვისათვის საჭირო პარამეტრები. ჩანართზე გადასვლის შემდეგ ეკრანზე გამოდის შემდეგი ფანჯარა: 

 

ფანჯარას აქვს შემდეგი ტექსტური ველები:

  • მისამართი-ველში იწერება შემოსავლების სამსახურის ვებ-გვერდის მისამართი.
  • მომხმარებელი-მომხმარებლის სახელი რომლითაც ხდება MOF სერვისთან დაკავშირება;
  • პაროლი-მომხმარებლის პაროლი MOF სერვისთან დაკავშირებისათვის;
  • Messege Size-www.rs.ge-ზე გასაგზავნი შეტყობინების ზომა.
ჩანართის Timeouts სექტორში განთავსებულია ღილაკი-მთვლელები:
  • Open-კავშირის დამყარების დრო, დრო რომლის განმავლობაშიც პროგრამა ცდილობს დაუკავშირდეს შემოსავლების სამსახურის სერვერს. თუ მითითებული დროის განმავლობაში კავშირი ვერ დამყარდა გამოდის შეტყობინება, რომ დაკავშირება ვერ ხერხდება;
  • Close-კავშირის დახურვის დრო, დრო რომლის განმავლობაშიც პროგრამა ცდილობს შემოსავლების სამსახურის სერვერთან კავშირის დახურვას;
  • Send-ინფორმაციის გაგზავნის დრო, დრო რომლის განმავლობაშიც სისტემა ცდილობს ინფორმაციის გაგზავნას შემოსავლების სამსახურის სერვერზე;
  • Recive-ინფორმაციის მიღების დრო, დრო რომლის განმავლობაშიც სისტემა ცდილობს შემოსავლების სამსახურის სერვერიდან ინფორმაციის მიღებას.

Copyright (c) 2016. All rights reserved.
რას ფიქრობთ ამ თემაზე? მოსაზრების გაგზავნა!