ფილტრის რედაქტორი - წარმოადგენს კონტექსტური მენიუს ბრძანებას. მისი გამოყენება უზრუნველყოფს ცხრილში რთული ფილტრების შექმნას. მისი გამოყენებით ეკრანზე გამოვა ფილტრის რედაქტორის ფანჯარა. ჩამოვშალოთ ფორმულების ჩამონათვალი (დავაჭიროთ სიტყვათა კომპბინაციას "Begins With"). ფანჯარას ექნება სახე:
ჩამონათვალში მოცემული ფუნქციების განმარტებები იხილეთ ქვემოთ.
Equals - ტოლია (მაგალითად, თუ ვეძებთ კომპანიის დასახელებას "ნიკორა", გაგვიფილტრავს მხოლოდ იმ კომპანიას, რომლის დასახელებაც არის "ნიკორა");
Does not equal – არ უდრის (მაგალითად, თუ ვეძებთ ყველა კომპანიის დასახელებას, გარდა კომპანიისა "ნიკორა", გაგვიფილტრავს მხოლოდ იმ კომპანიებს, რომელთა დასახელებებიც არ არის "ნიკორა");
Is greater than – მეტია (მაგალითად, თუ ვეძებთ რიცხვით მნიშვნელობას, რომელიც მეტია 1-ზე, მაშინ გამოვიყენებთ ამ ფუნქციას);
Is greater than or equal to - მეტია ან ტოლია (მაგალითად, თუ ვეძებთ რიცხვით მნიშვნელობას, რომელიც მეტია 100-ზე ან უდრის 100-ს, მაშინ გამოვიყენებთ ამ ფუნქციას);
Is less than – ნაკლებია (მაგალითად, თუ ვეძებთ რიცხვით მნიშვნელობას, რომელიც ნაკლებია 1-ზე, მაშინ გამოვიყენებთ ამ ფუნქციას);
Is less than or equal to – ნაკლებია ან ტოლია (მაგალითად, თუ ვეძებთ რიცხვით მნიშვნელობას, რომელიც ნაკლებია 100-ზე ან უდრის 100-ს, მაშინ გამოვიყენებთ ამ ფუნქციას);
Is between – შუალედში/შორის (მაგალითად, [თანხა (ლ)] Is between 100 and 300 ფილტრი გამოიტანს ყველა იმ სტრიქონს, სადაც თანხა (ლ) მოთავსებულია რიცხვების 100-სა და 300-ის შუალედში);
Is not between - შუალედის გარეთ (მოცემულ შუალედში არ არის);
Contains - შეიცავს (მაგალითად, თუ ვეძებთ კომპანიის დასახელებას "ნიკორა", გაგვიფილტრავს ყველა იმ კომპანიას, რომელიც შეიცავს სიტყვას "ნიკორა");
Does not contain - არ შეიცავს (მაგალითად, თუ ვეძებთ ყველა კომპანიის დასახელებას გარდა იმ კომპანიისა, რომელიც შეიცავს დასახელებაში სიტყვას "ნიკორა", გაგვიფილტრავს ყველა იმ კომპანიას, რომელიც არ შეიცავს სიტყვას "ნიკორა");
Begins with - იწყება (მაგალითად, "[კომპანიის–დასახელება] Begins with "სატე" გამოიტანს ყველა იმ სტრიქონს, სადაც სვეტი კომპანიის დასახელება (კომპანიის დასახელება) იწყება ასოებით "სატე");
Ends with – ბოლოვდება - მაგალითად "[კომპანიის–დასახელება] Ends with "ორა" გამოიტანს ყველა იმ სტრიქონს, სადაც სვეტი კომპანიის დასახელება (კომპანიის დასახელება) ბოლოვდება ასოებით "ორა");
Is like – აკმაყოფილებს გარკვეულ "ნიღაბს". "ნიღაბი" შეიძლება შედგებოდეს ასოებისგან, ციფრებისგან და სპეციალური სიმბოლოებისაგან:
% - ცვლის სიმბოლოების ნებისმიერ თანმიმდევრობას;
"_" - ცვლის ერთ სიმბოლოს;
[] – ში მოთავსებული სიმბოლოებიდან ნებისმიერი ერთი სიმბოლო;
[^]-ში ^–ის შემდეგ მოთავსებულ სიმბოლოთაგან არც ერთი.
მაგალითად, თუ ვეძებთ კომპანიებს შემდეგი "ნიღაბი"-ს გამოყყენებით: "%სატ%ე_ლი", ეს ნიშნავს, რომ გაფილტრულ მონაცემებში "სატ"–ის წინ და "სატ"–ის შემდეგ შეიძლება იყოს სიმბოლოების ნებისმიერი ერთობლიობა, "ე"-ს შემდეგ "ლ"-მდე შეიძლება იყოს ერთი ნებისმიერი სიმბოლო.
"ა[აბგდევზთიკლმნ]ბანი" ნიღაბი ნიშნავს, რომ "ა"–სა და "ბანი"–ს შორის შეიძლება იყოს კვადრატულ ფრჩხილებში მოთავსებულ სიმბოლოთაგან ერთ–ერთი.
კვადრატულ ფრჩხილებში შეიძლება იყოს შუალედიც: [ა–ჰ].
Is not like – არის Is like–ის საწინააღმდეგო;
Is any of - ჩამონათვალიდან ერთ–ერთი;
Is none of - ჩამოთვლილთაგან არცერთი;
Is blank - ნიშნავს ცარიელ უჯრებს (გაგვიფილტრავს სვეტში მოთავსებულ ცარიელ უჯრებს);
Is not blank - ნიშნავს არაცარიელ უჯრებს.
თუ დავაჭერთ სურათზე მოცემულ ღილაკს "And", გამოჩნდება ქვემოთ მოცემული ფუნქციების ჩამონათვალი:
And - და (უნდა სრულდებოდეს ამ ოპერატორით გაერთიანებული ყველა პირობა);
Or - ან (უნდა სრულდებოდეს ამ ოპერატორით გაერთიანებული ერთ–ერთი პირობა მაინც);
Not And – არ უნდა სრულდებოდეს ყველა პირობა (ანუ ერთ–ერთი პირობა მაინც არ უნდა სრულდებოდეს);
Not Or - არ უნდა სრულდებოდეს არცერთი პირობა;
Add Condition - ჯგუფში ახალი პირობის დამატება;
Add Group - ზემოთ ჩამოთვლილ 4 ოპერატორთაგან ერთ–ერთით გაერთიანებული პირობათა ჯგუფის დამატება;
Clear All – ყველა ფილტრის გასუფთავება.
ურთიერთდამაკავშირებელი ოპერატორების დახმარებით მიიღება რთული ფილტრი.
Copyright (c) 2016. All rights reserved.
|
რას ფიქრობთ ამ თემაზე? მოსაზრების გაგზავნა!
|