Apex ERP Documentation
შინაარსიIndexHome
PreviousUpNext
კომენტარის ხაზი

კომენტარის ხაზის ღილაკის ჩართვა ხდება სათაურის პანელის ღილაკზე (ან ცხრილის სათაურზე) გამომავალი კონტექსტური მენიუდან (ცხრილის თვისებები-კომენტარის ხაზი-კომენტარის ხაზი). ღილაკის ჩართვის შემდეგ ცხრილიში თითოეული სტრიქონის ქვეშ ჩნდება კომენტარის ხაზი (სტრიქონი). ამ სტრიქონზე გამოჩნდება კომენტარი, რომელიც არის რომელიმე (ჩვენს მიერ არჩეული) სვეტის მნიშვნელობა. მაგალითად, თუ ავირჩიეთ შინაარსის სვეტი კომენტარად, მაშინ თითოეული სტრიქონის ქვეშ ჩაიწერება სვეტის "შინაარსი" მნიშვნელობები, როგორებიცაა "მემორიალური ორდერი", "საქონლის იმპორტი", და ა.შ. 

კომენტარის გამოსაჩენად საჭიროა თვისებებში გადავიდეთ GRID-ის თვისებებზე (დააჭირეთ Shift-კლავიშზე და დააჭირეთ ნებისმიერ ადგილას GRID-ზე გარდა სვეტის სათაურის სვეტისა), შემდეგ თვისებების ფანჯარაში ვირჩევთ PreviewFieldName-ს და მის ველში ვწერთ სვეტის სახელს (სახელი ბაზაში), მაგალითად კრედიტის სვეტისათვის-cr, შინაარსის სვეტისათვის-contents და ა.შ. 

 

კომენტარის სტრიქონი გამოტანისას ფართოა, კონტექსტური მენიუს "ზომის ავტომატური შერჩევა" ღილაკის გამოყენებით (ცხრილის თვისებები-კომენტარის ხაზი-ზომის ავტომატური შერჩევა), კომენტარების სტრიქონები მიიღებენ ოპტიმალურ ზომებს (სიგანე). იმ შემთხვევაში, როცა კომენტარების სტრიქონი ცარიელია ღილაკის ჩართვის შემდეგ ეს სტრიქონები ცხრილიდან ქრება.

Copyright (c) 2016. All rights reserved.
რას ფიქრობთ ამ თემაზე? მოსაზრების გაგზავნა!