Apex ERP Documentation
ContentsIndexHome
PreviousUpNext
ინკასაცია
Name 
Description 

ფულის შეტანა სალაროში

ოპერაციო დღის დაწყებისას აუცილებლობას წარმოადგენს სალაროში გარკვეული თანხის არსებობა, რათა მოლარე-ოპერატორმა შესძლოს შეუფერხებლად მუშაობა (მაგ: თანხის მიღების დროს ხურდის დაბრუნება). პროგრამა აპექს-სალარო ითვალისწინებს აღნიშნულ მდგომარეობას და შესაბამისად გაძლევთ საშუალებას, რომ უფლებამოსილმა პირმა, რომელსაც ადმინისტრატორის მიერ “Apex ERP”-ის სალაროების მართვის მოდულიდან წვდომა აქვს აღნიშნულ ოპერაციაზე (მოლარე-ინკასატორი) საოპერაციო დღის დაწყებისას, განახორციელოს სალაროში "ფულის შეტანა".
ფულის შეტანის ბრძანება გვხვდება მთავარი მენიუს ბრძანებათა ჩამონათვალში, სისტემაში არსებობს სალაროში ფულის შეტანის გამოყენების ორი ტიპი, რომელსაც უზრუნველყოფს ფანჯარაში განთავსებული გადართვის ღილაკი „თანხის წყობის გაშიფვრით“.
„ფულის შეტანა“ ბრძანების გამოყენებისას ეკრანზე გამოდის შემდეგი სახის ფანჯარა:

ფანჯარაში გვხვდება ერთადერთი აქტური სვეტი „მიღებული თანხა სულ“, სადაც... more 

სალაროდან ფულის ამოღება

საოპერაციო დღის დასრულებისას, აუცილებლობას წარმოადგენს სათანადო დოკუმენტაციის წარდგენის გზით, სალაროდან თანხის ამოღება (ინკასაცია). პროგრამა აპექს-სალარო ითვალისწინებს აღნიშნულ მდგომარეობას და შესაბამისად გაძლევთ საშუალებას, რომ უფლებამოსილმა პირმა, რომელსაც ადმინისტრატორის მიერ “Apex ERP”-ის სალაროების მართვის მოდულიდან წვდომა აქვს აღნიშნულ ოპერაციაზე (მოლარე-ინკასატორი) საოპერაციო დღის დასრულებისას, განახორციელოს სალაროდან "ფულის ამოღება".
ფულის ამოღების ბრძანება გვხვდება მთავარი მენიუს ბრძანებათა ჩამონათვალში, სისტემაში არსებობს სალაროდან ფულის ამოღების გამოყენების ორი ტიპი, რომელსაც უზრუნველყოფს ფანჯარაში განთავსებული გადართვის ღილაკი „თანხის წყობის გაშიფვრით“.
„ფულის ამოღება“ ბრძანების გამოყენებისას ეკრანზე გამოდის შემდეგი სახის ფანჯარა:

ფანჯარაში გვხვდება ერთადერთი აქტური სვეტი „მიღებული თანხა სულ“, სადაც იწერება სალაროში შეტანილი თანხა ჯამურად, თანხის სვეტის... more 

Created with a commercial version of Doc-O-Matic. In order to make this message disappear you need to register this software. If you have problems registering this software please contact us at support@toolsfactory.com.
Copyright (c) 2011. All rights reserved.
What do you think about this topic? Send feedback!