Apex ERP Documentation
შინაარსიIndexHome
PreviousUpNext
ფილტრის რედაქტორი

ფილტრის რედაქტორი გამოიყენება რთული ფილტრების შესადგენად. ამისათვის უნდა დადგეთ სვეტის სათაურზე და კონტექსტურ მენიუში აირჩიოთ ბრძანება "ფილტრის რედაქტორი", ეკრანზე გამოვა ფილტრის რედაქტორის ფანჯარა: 

 

ჩვენს მიერ შექმნილი ფილტრი რედაქტორში ჩანს შემდეგი სახით: 

[დბ–დასახელება] Contains საწყობ. [დბ–დასახელება] არის სვეტის დასახელება, რომლის მიხედვითაც ვახდენთ გაფილტვრას, მისი გამოყენებით გამოდის ყველა სვეტის დასახელება, საიდანაც ვირჩევთ სასურველს. Contains არის ბრძანება, რაც ნიშნავს "შეიცავს", "საწყობ"–არის ჩვენს მიერ ჩაწერილი ტექსტი, ანუ ფილტრი შეიძლება ჩამოვაყალიბოთ ასეთნაირად: "დბ–დასახელება" შეიცავს "საწყობ". Contains (შეიცავს) შეიძლება შეიცვალოს სხვა ბრძანებით, ამისათვის უნდა დავაჭიროთ ბრძანებაზე Contains. ჩამოიშლება ჩამონათვალი: 

 

  • Equals - ტოლია;
  • Does not equal – არ უდრის;
  • Is greater than – მეტია;
  • Is greater than or equal to - მეტია ან ტოლია;
  • Is less than – ნაკლებია;
  • Is less than or equal to – ნაკლებია ან ტოლია;
  • Is between – შუალედში. მაგალითად: [თანხა (ლ)] Is between 100 and 300 ფილტრი გამოიტანს ყველა იმ სტრიქონს, სადაც თანხა (ლ) მოთავსებულია 100–სა და 300-ს შორის შუალედში;
  • Is not between - შუალედის გარეთ (მოცემულ შუალედში არაა);
  • Contains - შეიცავს;
  • Does not contain - არ შეიცავს;
  • Begins with - იწყება. მაგალითად, "[კრ–დასახელება] Begins with მომწ" გამოიტანს ყველა იმ სტრიქონს, სადაც სვეტი კრ–დასახელება (კრედიტის დასახელება) იწყება ასოებით "მომწ";
  • Ends with – ბოლოვდება
  • Is like – აკმაყოფილებს გარკვეულ ნიღაბს. ნიღაბი შედგება ასოებისგან, ციფრებისგან და სპეციალური სიმბოლოებისაგან: %-ცვლის სიმბოლოების ნებისმიერ თანმიმდევრობას, _ - ცვლის ერთ სიმბოლოს, []–ში მოთავსებული სიმბოლოებიდან ნებისმიერი ერთი სიმბოლო, [^]-ში ^–ის შემდეგ მოთავსებულ სიმბოლოთაგან არც ერთი. მაგალითად: ნიღაბი "%მომწ%ე_ლი" - "მომწ"–ის წინ შეიძლება იყოს სიმბოლოების ნებისმიერი ერთობლიობა, "მომწ"–ის შემდეგ "ე"–მდეც ნებისმიერი სიმბოლოების თანმიმდევრობა, "ე"–სა და "ლ"–ს შორის შეიძლება იყოს ერთი ნებისმიერი სიმბოლო. "ა[აბგდევზთიკლმნ]ბანი" ნიღაბი ნიშნავს, რომ "ა"–სა და "ბანი"–ს შორის შეიძლება იყოს კვადრატულ ფრჩხილებში მოთავსებულ სიმბოლოთაგან ერთ–ერთი. კვადრატულ ფრჩხილებში შეიძლება იყოს შუალედიც: [ა–ჰ].
  • Is not like – არის Is like–ის საწინააღმდეგო;
  • Is blank - ნიშნავს ცარიელ უჯრებს;
  • Is not blank - ნიშნავს არაცარიელ უჯრებს;
  • Is any of - ჩამონათვალიდან ერთ–ერთი, მაგალითად: [ვალუტა] Is any of USD,EUR,GBP;
  • Is none of - ჩამოთვლილთაგან არცერთი.
ფილტრი შესაძლებელია შედგებოდეს რამდენიმე ურთიერთდაკავშირებული სტრიქონისაგან. ფილტრში ახალი სტრიქონის დამატება ხდება ღილაკზე დაჭერით. სტრიქონები ერთმანეთს უკავშირდება შემდეგი ოპერატორებით: 

  • And - და (უნდა სრულდებოდეს ამ ოპერატორით გაერთიანებული ყველა პირობა);
  • Or - ან (უნდა სრულდებოდეს ამ ოპერატორით გაერთიანებული ერთ–ერთი პირობა მაინც);
  • Not And – არ უნდა სრულდებოდეს ყველა პირობა (ანუ ერთ–ერთი პირობა მაინც არ უნდა სრულდებოდეს);
  • Not Or - არ უნდა სრულდებოდეს არცერთი პირობა;
  • Add Condition - ჯგუფში ახალი პირობის დამატება;
  • Add Group - ზემოთ ჩამოთვლილ 4 ოპერატორთაგან ერთ–ერთით გაერთიანებული პირობათა ჯგუფის დამატება;
  • Remove Group – ჯგუფის წაშლა;
ურთიერთ დამაკავშირებელი ოპერატორების დახმარებით მიიღება რთული ფილტრი: 

 

სასურველი ფილტრის ჩამოყალიბების შემდეგ შეიძლება შევასრულოთ შემდეგ ბრძანებათაგან ერთ–ერთი:

  • მინიჭება – ფილტრი მიენიჭება ცხრილს და გაფილტრავს მას, თუმცა ფილტრის რედაქტორი რჩება გახსნილი;
  • გასვლა – ფილტრის მინიჭების გარეშე;
  • შენახვა – ფილტრის მინიჭება და გასვლა.
ცხრილისათვის ფილტრის მინიჭების შემდეგ სათაურის ზოლში იმ სვეტის თავზე, რომელიც მონაწილეობს ფილტრში კონტექსტური მენიუს გამოძახებისას დაემატება ბრძანება "ფილტრის გასუფთავება", რომელზე დაჭერითაც ფილტრიდან ამოიშლება ბოლო სტრიქონი, ხოლო ბრძანება "ფილტრის გასუფთავება" გაქრება კონტექსტური მენიუდან. ფილტრის მთლიანად მოსახსნელად ფილტრის რედაქტორში უნდა გავასუფთავოთ ყველა სტრიქონი, თითოეული სტრიქონის (პირობის) ბოლოში არსებულ -ღილაკზე დაჭერით, თუმცა იგი დარჩება MRU Filters_ში. ფილტრის საბოლოოდ მოსახსნელად საკმარისია ფორმიდან გასვლა.

Created with a commercial version of Doc-O-Matic. In order to make this message disappear you need to register this software. If you have problems registering this software please contact us at support@toolsfactory.com.
Copyright (c) 2011. All rights reserved.
რას ფიქრობთ ამ თემაზე? მოსაზრების გაგზავნა!