Apex ERP Documentation
შინაარსიIndexHome
PreviousUpNext
სვეტები და კონდიციები

ცხრილში შესაძლებელია სვეტებზე სხვადასხვა ოპერაციების შესრულება (ფილტრის პირობების დაწესება, სვეტისთვის სახელის გადარქმევა, სვეტების გადაადგილება და ა.შ.). ამისათვის გამოიყენება სათაურის პანელის ღილაკზე (ან ცხრილის სათაურზე) გამომავალი კონტექსტური მენიუს ბრძანება "სვეტები და კონდიციები". მასზე დაჭერით (Shift, Control+C) ეკრანზე გამოდის ფანჯარა "Columns & Conditions", 

 

 

ყოველ სვეტზე დადგომისას მარჯვნივ ჩნდება არჩეული სვეტის თვისებების ფანჯარა, რომლის პუნქტები დაჯგუფებულია იმის მიხედვით, თუ რომელ კრიტერიუმს განეკუთვნება ესა თუ ის თვისება. მაგალითად, თვისებები: ფონის ფერი, ნაწერის ფერი, ფონტი, ზომა, სურათი, ა.შ. მოჩანს თვისებების ჯგუფში - "უჯრის გამოსახულება"(Appearence cell). სვეტების თვისებები როგორიცაა: შეერთების უფლების მიცემა, სიგრძის და სიგანის დაყენება, სორტირება, დაჯგუფება და ა.შ დაჯგუფებულია "სვეტების ოფციებში"(Options column).

Copyright (c) 2016. All rights reserved.
რას ფიქრობთ ამ თემაზე? მოსაზრების გაგზავნა!