Apex ERP Documentation
შინაარსიIndexHome
PreviousUpNext
დაჯამება

Grid-ი საშუალებას გაძლევთ გამოიტანოთ მოკლე ინფორმაცია კონკრეტული სვეტების სტრიქონების ჯგუფზე. მაგალითად: შესაძლებელია გამოიტანოთ ჩანაწერების რაოდენობა, სვეტის მაქსიმალური მნიშვნელობა, ჯამი და ა.შ. აღნიშნული ინფორმაციის გამოტანა ხდება ჯგუფებისათვის ჯგუფის დაჯამების ხაზზე, ხოლო მთლიანი სვეტებისათვის სტატუსის ზოლზე. 

ჯგუფის დაჯამების ხაზისა და დაჯამების ხაზის (სტატუსის ზოლზე) გამოჩენა ხდება სათაურის პანელის ღილაკზე (ან ცხრილის სათაურზე) გამომავალი კონტექსტური მენიუდან: 

 

ჯგუფის დაჯამების ხაზზე სასურველი მნიშვნელობების გამოტანა ხდება კონტექსტური მენიუს დახმარებით: 

 

კონტექსტურ მენიუს აქვს გადართის ღილაკები:

  • ჯამი-პანელზე გამოაქვს სვეტში მოცემული რიცხვითი მნიშვნელობების ჯამი. იგი აქტიურია იმ სვეტებისათვის, რომელშიც მონაცემები გამოსახულია რიცხვით ფორმატში;
  • მინიმუმი-პანელზე გამოაქვს სვეტში მოცემული რიცხვითი მნიშვნელობებიდან მინიმალური მნიშვნელობა. იგი აქტიურია იმ სვეტებისათვის, რომელშიც მონაცემები გამოსახულია რიცხვით ფორმატში;
  • მაქსიმუმი-პანელზე გამოაქვს სვეტში მოცემული რიცხვითი მნიშვნელობებიდან მაქსიმალური მნიშვნელობა. იგი აქტიურია იმ სვეტებისათვის, რომელშიც მონაცემები გამოსახულია რიცხვით ფორმატში;
  • რაოდენობა-პანელზე გამოაქვს სვეტში მოცემული ჩანაწერების რაოდენობა (ცალი). იგი აქტიურია ყველა სვეტისათვის;
  • საშუალო-პანელზე გამოაქვს სვეტში მოცემული რიცხვითი მნიშვნელობების საშუალო მნიშვნელობა. იგი აქტიურია იმ სვეტებისათვის, რომელშიც მონაცემები გამოსახულია რიცხვით ფორმატში;
  • მოხსნა-ბრძანების გამოყენებით იგი მოინიშნება და პანაელი გასუფთავდება ჩანაწერისაგან, აქტიურია ყველა სვეტისათვის.
დაჯამების ხაზზე გამოტანილი ინფორმაციის შესაბამისი ღილაკი კონტექსტურ მენიუში (ამ შემთხვევაში "ჯამი") აქტიურია. 

დაჯამების ხაზზე (სტატუსის ზოლი) გამომავალ კონტექსტურ მენიუს ჩანაწერებისაგან გასუფთავებულ ადგილებში აქვს იგივე ღილაკები, რაც ჯგუფის დაჯამების ხაზზე. თუ ზოლზე გამოტანილია რაიმე მნიშვნელობა და მასზე გამოვიძახებთ კონტექსტურ მენიუს მაშინ მას დაემატება ჩამონათვალის ღილაკი "დაჯამების დამატება", მისი ღილაკების ჩართვით შესაძლებელია სტატუსის ზოლზე ყველა მაჯამებელი მონაცემის გამოტანა, მათი შესაბამისი ღილაკები ქრება "დაჯამების დამატების" ჩამონათვალიდან. 

 

"დაჯამების დამატებიდან" პირველივე მონაცემის გამოტანის შემდეგ მენიუში დაემატება ღილაკი "ყველას მოხსნა", მისი გამოყენებით ერთბაშად გასუფთავდება სტატუსის ზოლი შესაბამისი სვეტის ქვემოთ. 

 

Copyright (c) 2016. All rights reserved.
რას ფიქრობთ ამ თემაზე? მოსაზრების გაგზავნა!