Apex ERP Documentation
შინაარსიIndexHome
PreviousUpNext
1073-რეალიზაცია პარტიების მიხედვით (შემოს.)

1073-რეალიზაცია პარტიების მიხედვით (შემოსავალი)-წარმოადგენს ბუღალტრული გატარების ფორმას, რომელსაც მინიჭებული აქვს უნიკალური ნომერი (ID)-1073. ფორმა გამოიყენება აფთიაქებში მედიკამენტების რეალიზაციის ოპერაციის ასაწყობად (დოკუმენტი- 0000 გასავალის ზედდებული). 

ფორმა ასრულებს სამ ბუღალტრულ გატარებას: 

1. რეალიზებული საქონლის თვითღირებულების ჩამოწერა; 

2. შემოსავალი საქონლის რეალიზაციიდან; 

3. დღგ საქონლის რეალიზაციიდან. 

ფორმის ჩაბმა ოპერაციებზე ხდება შაბლონების შექმნის დროს. ოპერაციის დეტალებში (შაბლონებში) ანგარიშების მითითება შემდეგი პრინციპით ხდება: 

1-ლი გატარების დებეტის ანგარიშის გრაფაში მიეთითება რეალიზებული (შეძენილი) საქონლის თვითღირებულების საბალანსო ანგარიშის ნომერი (7210) და კრედიტის ანგარიშის გრაფაში კი საქონლის (საწყობი) საბალანსო ანგარიშის ნომერი (1610); 

მე-2-ე გატარების შაბლონში დებეტის გრაფაში ჩაწერილია მომხმარებლის საბალანსო ანგარიში (1410), ხოლო კრედიტის გრაფაში-საბალანსო ანგარიში "შემოსავალი საქონლისა და მზა პროდუქციის რეალიზაციიდან" (6110); 

მე-3-ე გატარების შაბლონში დებეტის გრაფაში ჩაწერილია მომხმარებლის საბალანსო ანგარიში (1410), ხოლო კრედიტში "საქონლის რეალიზაციაზე დარიცხული დღგ"-ს ანალიზური ანგარიში (3330000100). 

 

ფორმის გამოყენებით აწყობილი ოპერაცების მიხედვით შესაძლებელია სხვადასხვა დროს მიღებული ერთიდაიგივე დასახელების საქონლის შერჩევით რეალიზაცია (ამ დროს გამოიყენება საქონლის ინდივიდუალური აღრიცხვის (და არა FIFO) მეთოდი). რეალიზაციის დროს გამოიყენება საცალო ფასები. ფორმის გამოყენებით აწყობილი ოპერაცია საშუალებას იძლევა ვნახოთ გასაყიდი საქონლის შესყიდვის ფასები და მის შესაბამისად ჩავწეროთ სარეალიზაციო ფასი. 

 

იხილეთ აგრეთვე: 

 

ცხრილი (Grid), 1071, 1072 

Copyright (c) 2016. All rights reserved.
რას ფიქრობთ ამ თემაზე? მოსაზრების გაგზავნა!