Apex ERP Documentation
შინაარსიIndexHome
PreviousUpNext
ცხრილის თვისებები

ცხრილის თვისებები წარმოადგენს კონტექსტური მენიუს ბრძანებას. იგი მოიცავს შემდეგ ბრძანებებს:

  • კომენტარის ხაზი - ბრძანების გამოყენებით გამოდის შემდეგი კონტექსტური მენიუ::
 

"კომენტარის ხაზზე" დაჭერით ხდება კომენტარის ხაზის გამოჩენა ყოველი სტრიქონის ქვემოთ.

  • ცხრილის ხაზები - ბრძანების გამოყენებით გამოდის შემდეგი კონტექსტური მენიუ
 

ბრძანების გამოყენების შედეგად ცხრილში არსებული ჰორიზონტალური, ვერტიკალური ან ყველა ხაზის გამოჩენა/გაქრობა არის შესაძლელებლი. ფორმიდან გასვლის და ხელმეორედ შესვლის შემდეგ ცხრილში აღდგება ხაზები სტანდარტულად;

  • სვეტები - ბრძანების გამოყენებით გამოდის შემდეგი კონტექსტური მენიუ:
 

ბრძანების გამოყენებით შესაძლებელია ცხრილის სვეტების ზომების ავტომატური შეკვეცა ისე, რომ ცხრილიდან გაქრება ჰორიზონტალური scroll-ი. შედეგად, ეკრანზე გამოჩნდება ცხრილში არსებული ყველა სვეტი (გარდა დამალული სვეტებისა). "სათაურების გამოჩენა" ბრძანებით შესაძლებელია სვეტების დასახელებების დამალვა, თუმცა ფორმიდან გასვლის და თავიდან შემოსვლის გაკეთებამდე სვეტების დასახელებები ცხრილში არ იქნება გამოტანილი;

  • დაჯგუფება - ბრძანების გამოყენებით გამოდის შემდეგი კონტექსტური მენიუ:
 

ბრძანების გამოყენებით გამოდის ოკნტექსტური მენიუ, საიდანაც შეგვიძლია: 

დაჯგუფების პანელის გამოჩენა

დაჯგუფებული სვეტის გამოჩენა - იმ შემთხვევაში, თუ გამოყენებული გვაქვს დაჯგუფების ბრძანება, დაჯგუფებული სვეტი არ ჩანს სვეტებს შორის. მოცემული ბრძანების გამოყენებით სვეტი გამოჩნდება;

  • დამატებითი - ბრძანების გამოყენებით გამოდის შემდეგი კონტექსტური მენიუ:
 

ბრძანების გამოყენებით გამოდის კონტექსტური მენიუ, საიდანაც შეგვიძლია:

  • უჯრების გაერთიანება - ბრძანების გამოყენებით ხდება ყველა იმ უჯრის გაერთიანება, რომელიც შეიცავს იდენტურ დასახელებებს. მაგალითად: გაფილტრული გვაქვს რამდენიმე საქონელი ერთი და იმავე კატეგორიით
 

 

უჯრების გაერთიანებით მოხდება ერთ სტრიქონზე იდენტური ჩანაწერების გაერთიანება, როგორ სურათზეა ნაჩვენები: 

  • ლუწი სტრიქონების გაფერადება - ბრძანების გამოყენებით ხდება ლუწი ნომრების მქონე სტრიქონების გაფერადება;
  • კენტი სტრიქონების გაფერადება - ბრძანების გამოყენებით ხდება კენტი ნომრების მქონე სტრიქონების გაფერადება;
  • სტრიქონის "auto" სიმაღლე - სტრიქონებს ანიჭებს სტანდარტულ ზომებს ავტომატურად. ძირითადად პროგრამის ყველა ფორმაში სვეტებს მინიჭებული აქვთ ოპტიმალური სიმაღლე;
  • ფილტრის ხაზი - ბრძანების გამოყენების შემდეგ ხდება სვეტების დასახელებების ქვემოთ მდებარე ფილტრის ხაზის გამოჩენა/დამალვა;
  • დაჯამების ხაზი - ბრძანების გამოყენების შემდეგ ხდება დაჯამების ხაზის გამოჩენა/დამალვა (იხ. ასევე Grid);
  • სტრიქონის ინდიატორი - ბრძანების გამოყენების შემდეგ ხდება სტრიქონის ინდიკატორის გამოჩენა/დამალვა:
სტრიქონის ინდიკატორი გამოტანილია: 

 

სტრიქონის ინდიკატორი დამალულია: 

  • ცხრილის სათაური - ბრძანების გამოყენებით შეგიძლიათ გამოაჩინოთ ან დამალოთ ცხრილის სათაური. პროგრამის ძირითად ფორმებში ცხრილის სათაური გამოტანილია, მაგალითად, სურათზე ნაჩვენები სახით:
 

Copyright (c) 2016. All rights reserved.
რას ფიქრობთ ამ თემაზე? მოსაზრების გაგზავნა!