ტექსტური ველი - წარმოადგენს გრაფას, რომელიც გამოიყენება გამოიყენება სისტემაში ტექსტების და რიცხვითი მნიშვნელობების შესაყვანად.
არააქტიური ტექსტური ველი გამოიყურება შემდეგნაირად:
ტექსტური ველი აქტიურდება, როგორც კი მაუსის მარცხენა ღილაკით დავდგებით შესაბამის გრაფაში (ან გამოვიყენებთ ერთი გრაფიდან მეორეში Tab ღილაკით გადასვლას). გააქტიურებულ ტექსტურ ველს აქვს შემდეგი სახე:
აქტიურ ტექსტურ ველში მონაცემების შეყვანა შესაძლებელია როგორც კლავიატურიდან ტექსტის აკრეფით ან წინასწარ დაკოპირებულის ჩასმით, ასევე შტრიხკოდების წამკითხველის (სკანერის) მეშვეობით, თუ ტექსტური ველი გამოიყენება მხოლოდ რიცხვითი მნიშვნელობების შესაყვანად, მასში ციფრებისა და მეათედების გამომყოფი სიმბოლოს გარდა სხვა მნიშვნელობების შეყვანა შეზღუდულია.
ზოგიერთ ტექსტურ ველს მარცხენა ნაწილში აქვს მოხრილი ისარი:
ამ ტიპის ტექსტური ველების მეშვეობით შესაძლებელია მოხრილ ისარზე მაუსის დაჭერით სტანდარტული მნიშვნელობების შეყვანა, მაგალითად დოკუმენტის შიდა ნომრების ნუმერაციის.
Copyright (c) 2016. All rights reserved.
|
რას ფიქრობთ ამ თემაზე? მოსაზრების გაგზავნა!
|